მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.geo.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
პრემიერ-მინისტრმა რამადან ბაირამთან დაკავშირებით მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლებს უმასპინძლა
13.05.2021
1 / 13


დღეს, საქართველოს მთავრობის კანცელარიაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამადან ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით მუსლიმთა სამმართველოს სასულიერო ლიდერებს და წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრას ესწრებოდნენ: რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი უკლება, სრულიად საქართველოს შეიხი რამინ იგიდოვი, დასავლეთ საქართველოს მუფთი ადამ შანთაძე, აღმოსავლეთ საქართველოს მუფთი ეტიბარ ემინოვი, ქვემო ქართლის მუფთი ჯემალ ადაძე, სამცხე-ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე, თბილისის ჯუმა მეჩეთის იმამი ეივაზ მარტანოვი, თბილისის ჯუმა მეჩეთის იმამი შირხან ჩაბანოვი, მარნეულის რაიონის მთავარი ახუნდი აზიზ ნაბიევი, ქვემო ფონიჭალის მეჩეთის ახუნდი რახიდ კერიმოვი, აღმოსავლეთ საქართველოს მუფთის მრჩეველი მუსა გაჯიევი, სასულიერო პირების განათლების ხარისხის მართვის კოორდინატორი ქამრან მამედოვი, განათლებისა და ფათვის განყოფილების ხელმძღვანელი რევაზ            მიქელაძე, მუსლიმთა სამმართველოს აღმასრულებელი დირექტორი რესან გოგიტიძე, სამმართველოს წარმომადგენელი ოქტაი ისაევი.

პრემიერ-მინისტრმა სტუმრებს, საქართველოში მცხოვრებ ყველა მუსლიმანს 

რამადან ბაირამი მიულოცა და აღნიშნა, რომ კოვიდპანდემიის გამო დღესასწაული განსხვავებულ ვითარებაში აღინიშნება. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს ტოლერანტულ ტრადიციებს და გამოთქვა რწმენა, რომ ჩვენი ქვეყნის რელიგიური, ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნება კვლავაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის განვითარებაში.

დასავლეთ საქართველოს მუფთმა, ადამ შანთაძემ აღნიშნა ხელისუფლების მიერ დადებით ტრადიციად ჩამოყალიბებული შეხვედრები მუსლიმ რელიგიურ ლიდერებთან, რაც მეტი მოტივაციის საფუძველს ქმნის. მუფთის თქმით, სხვადასხვა ეთნოსის და აღმსარებლობის ადამიანებს საკუთარი წვლილი შეაქვთ ქვეყნის აღმშენებლობაში და ერთიანი, ძლიერი სახელმწიფოს შექმნაში. შეიხმა რამინ იგიდოვმა პრემიერ მინისტრს მადლობა გადაუხადა პანდემიის პირობებში მუსლიმი სასულიერო ლიდერების  მიღებისათვის, დღესასწაულის  მილოცვისათვის და ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში სხვადასხვა რელიგიური კონფესიებისა და ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები ძმურად და მეგობრულად თანაცხოვრობდნენ და ეს უნიკალური ტრადიცია გრძელდება დღესაც. აღმოსავლეთ საქართველოს მუფთმა ეტიბარ ემინოვმა პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა მოწვევისათვის და აღნიშნა, რომ ღმერთის ნებით, პანდემია მალე დამთავრდება და შემდეგი რამადან ბაირამი მეჩეთში მრევლთან ერთად აღინიშნება.