დღეს, კათოლური და სახარების რწმენის ეკლესიები ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობენ.
საშობაო ლიტურგიას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე დაესწრო. კათოლიკურ ეკლესიაში ზაზა ვაშაყმაძემ დღესასწაული მიულოცა ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოსა და მის მრევლს, სიკეთე და წინსვლა უსურვა მათ.
სახარების რწმენის ეკლესიაში სააგენტოს თავმჯდომარე სიტყვით მიესალმა ეპისკოპოს ოლეგ ხუბაშვილსა და საშობაო ლიტურგიაზე შეკრებილ მრევლს, ზაზა ვაშაყმაძემ ქრისტეშობის უდიდეს მნიშვნელობაზე ისაუბრა, შეკრებილ საზოგადოებას დღესასწაული მიულოცა და წარმატებები უსურვა მათ.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 