მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ქრისტეშობას აღნიშნავს „ხსნის არმია“
25.12.2023
1 / 3


ქრისტეშობას აღნიშნავს „ხსნის არმიის“ ეკლესია და მისი მრევლი. დღესასწაულთან დაკავშირებით, ორგანიზაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები ეწვივნენ.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსმა ნინო ჭავჭავაძემ, საქართველოს მთავრობის სახელით, „ხსნის არმიას“ ქრისტეშობა და დამდეგი ახალი წელი მიულოცა, მშვიდობა, სტაბილურობა და  ბედნიერ ქვეყანაში ცხოვრება უსურვა.

საზეიმო მსახურებას დაესწრნენ რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი სპეციალისტი სერგო ფარულავა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის იურისტი ალექსანდრე შეყილაძე.






View Larger Map