მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ქრისტეშობის დღესასწაული
07.01.2023
1 / 6


იესო ქრისტეს შობას ზეიმობენ აჭარაში. ბათუმის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში საშობაო წირვა საკათედრო ტაძრის წინამძღვარმა, მღვდელმა იაკობ ბენიძემ აღავლინა.

            საზეიმო მსახურებას დაესწრო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს კოორდინატორი აჭარაში, აბესალომ ასლანიძე.

 

            მაცხოვრის ხორციელი შობა იზეიმეს მართლმადიდებლებმა სამცხე-ჯავახეთშიც. ახალციხეში, შალვა ახალციხელის სახელობის საკათედრო ტაძარში გამართულ საშობაო ლიტურგიას  ახალციხისა და ტაოკლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) უძღვებოდა.

            საზეიმო მსახურებას დაესწრო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს კოორდინატორი სამცხე-ჯავახეთში, ელვარდ ზაზაძე.

           

            ქრისტეშობას ზეიმობენ რუსთაველი მართლმადიდებლები. რუსთავის ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება გაიმართა, რომელსაც ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი დავით დვალიშვილი უძღვებოდა.

საზეიმო მსახურებას დაესწრნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენელი ქვემო ქართლში, აბაი ფაშაევი და მენეჯერი, ლაშა მჭედლიძე.






View Larger Map