მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.geo.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ქრისტეშობის დღესასწაული სამების საკათედრო ტაძარში
07.01.2021
1 / 1


ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს სამების საკათედრო ტაძარში  საშობაო ლიტურგია გაიმართა, რომელსაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე უძღვებოდა.

საშობაო ლიტურგიას დაესწრნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე და თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი უკლება.

 

შობა ქრისტიანთათვის უდიდესი დღესასწაულია, ამ დღეს ქალაქ ბეთლემში იშვა მაცხოვარი - იესო ქრისტე, რაც ახალი ცივილიზაციის დასაწყისია. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ქრისტეშობის  დღესასწაულს გილოცავთ მართლმადიდებელ ქრისტიანებს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს, მშვიდობას, ერთობას და წარმატებებს გისურვებთ.