დღეს ქრისტიან-მოლოკანთა თემი ქრისტეშობას აღნიშნავს. შობა ქრისტიანთათვის გამორჩეული დღესასწაულია. მაცხოვრის შობა განსაკუთრებული სიხარულის, სიკეთისა და იმედის დღეა ყველა ქრისტიანისთვის.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს ქრისტიან მოლოკანთა თემს ქრისტეშობას ულოცავს, სიკეთესა და წარმატებებს უსურვებს მათ.