დღეს ყველა ქრისტიანული ტაძარი მწვანით იმოსება - ქრისტიანული სამყარო სულთმოფენობას დღესასწაულობს. სახარების სწავლებით, აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს, იერუსალიმში, ციდან გარდამოვლენილი ღვთაებრივი ცეცხლი ქრისტეს მოწაფეებზე გადმოვიდა, რომლებმაც სხვადასხვა ენებზე დაიწყეს ქადაგება.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს კათოლიკე, ევანგელურ–ლუთერულ, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელ, ევანგელურ-ბაპტისტურ, ევანგელურ-პროტესტანტულ, სახარების რწმენის ეკლესიებსა და სულიერ ქრისტიან-მოლოკანთა თემს, ყველა იმ ქრისტიანს, ვინც დღეს აღნიშნავს სულთმოფენობის დღესასწაულს.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
