მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ქუთაისში სტუდენტებისთვის ტრენინგი გაიმართა
27.11.2018
1 / 6


დღეს, ქუთაისის აკაკი წერეთელის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციტიავით, მოეწყო ტრენინგი სტუდენტებისათვის, რომელშიც უნივერსიტეტის იურიდიული და ისტორიული ფაკულტეტის 150 სტუდენტი იღებდა მონაწილეობას.

ტრენინგს ესწრებოდნენ: უნივერსიტეტის რექტორი - გიორგი ღავთაძე, რექტორის მოადგილე - შალვა კირთაძე და რექტორის აპარატის უფროსი  - როლანდი კოპალიანი.

სტუდენტებს სიტყვით მიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯომარემ ზაზა ვაშაყმაძემ, მან რელიგიის სააგენტოს საქმიანობასა და ქვეყანაში არსებულ რელიგიურ პოლიტიკაზე ისაუბრა.

საქართველოში გავრცელებულ რელიგიებსა და მათ ისტორიაზე ლექცია წაიკითხა სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა - სერგო ფარულავამ.

სემინარს - „რელიგიის თავისუფლება ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით“ - კითხულობდა სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, დავით დავითაშვილი.

სემინარების ძირითადი თემები რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებულ ეროვნული კანონდმებლობა და ამ მიმართულებით საერთაშორისო სამართლის პრაქტიკა გახლდათ, კერძოდ ისაუბრეს საქართველოს კონსტიტუციაში, სამოქალაქო და სისხლის სამართლის კოდექსში რელიგიასთან დაკავშირებული მუხლების, კონსტიტუციაში შეტანილ ცვლელებების, სეკულარიზმისა და რელიგიურ ნეიტრალიტეტის შესახებ, ასევე გაეროს გენერალური ანსამბლეის მიერ მიღებული დოკმენტების, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების რელიგიური კანონმდებლობის შესახებ. სემინარი კითხვა პასუხის რეჟიმში გაიმართა, სადაც სტუდენტებს მიეცათ საშუალება ესაუბრათ ამ სფეროში არსებულ აქტუალურ საკითხებზე.

ტრენინგი 2018-20 წწ. ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ქ. ქუთაისში, ორ ეტაპად იმართება და მასში რეგიონში მოქმედი რელიგიური ორგანიზაციები და სტუდენტები მონაწილეობენ. სამომავლოდ, სემინარები ეტაპობრივად მოიცავს საქართველოს ყველა რეგიონს. მისი მიზანია  რელიგიის თავისუფლების და ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების მიმართულებით რელიგიური გაერთიანების წარმომადგენელთა ცნობიერების ამაღლება, ასევე, რელიგიური შემწყნარებლობისა და ტოლერანტობის კულტურის გაძლიერებაა.






View Larger Map