მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.geo.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგია ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ
16.10.2020
1 / 6


 დღეს, 16 ოქტომბერს, ქუთაისში, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, გაიმართა  იმერეთისა და გურიის უმაღლეს სასულიერო პირებთან შეხვედრა, რომლის ორგანიზატორია გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) და კავშირი 21-ე საუკუნე.

გაეროს მოსახლეობის ფონდმა, ევროკავშირის მხარდაჭერით,  დაიწყო ახალი პროგრამა, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის, სამთავრობო სტრუქტურებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ხორციელდება. პროგრამა სამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ფიზიკური პირების ჩართულობას ითვალისწინებს და მასში, საქართველოსთან ერთად, აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნები (უკრაინა, ბელარუსი, მოლდოვა, აზერბაიჯანი და სომხეთი) მონაწილეობენ.

საქართველოში პროგრამის სამიზნე რეგიონებად შეირჩა იმერეთი და გურია, სადაც დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები რელიგიური ლიდერების, ახალგაზრდების, ადგილობრივი ორგანიზაციებისა და სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობით.

ფორუმის მონაწილეებმა: სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში, ზვიად შალამბერიძემ, გაეროს მოსახლეობის (UNFPA) ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ლელა ბაქრაძემ, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, ლელა აქიაშვილმა, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელმა რელიგიათაშორისი ურთიერთობის საბჭოში, თეა გოგოტიშვილმა, რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს ოჯახში ძალადობის, ნაადრევი ქორწინებისა და სხვა მტკივნეულ საკითხებს, რაც, სახელმწიფოს მიერ გატარებული საკანონმდებლო, სტრუქტურული თუ სხვა სახის ზომების მიუხედავად, კვლავაც მწვავე პრობლემებად რჩება, ხელს უშლის ოჯახის ნორმალურ განვითარებას და არასახარბიელოდ აისახება ბავშვების მომავალზე. გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ ამ პრობლემასთან საბრძოლველად მთელი საზოგადოების ძალისხმევა და ჩართულობაა საჭირო, რაშიც უმნიშვნელოვანესი წვლილის შეტანა შეუძლიათ რელიგიურ გაერთიანებებს.

ფორუმის მონაწილეებს მიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ, რომელმაც ისაუბრა რელიგიის სააგენტოს როლზე რელიგიურ ორგანიზაციებს შორის დიალოგის პროცესში და ამ კონტექსტში, აღნიშნა ქალთა მიმართ და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ, ქალთა უფლებების განმტკიცებისთვის მიმართული პროექტი, ინტერ-რელიგიური კონფერენციაზე მიღებული დეკლარაცია „ქალი - მშვიდობის დესპანი“, რომელსაც რელიგიური ორგანიზაციების ლიდერებმა 2015 წლის 8 მარტს, „ტოლერანტობის სკვერში“ მოაწერეს ხელი.

სააგენტოს თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა რელიგიურ ორგანიზაციათა წარმომადგენლების მჭიდრო კონტაქტზე საზოგადოებასთან, რაც მათ  გადამწყვეტ როლს ანიჭებს ქალთა და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიაში, ისევე, როგორც ცნობიერების ამაღლება ამ სფეროში, რაც მინიმუმამდე დაიყვანს საფრთხეებს. ეს მომენტი გათვალისწინებულია „ბავშვის უფლებათა კოდექსში“, რომელზე მუშაობაშიც, ასევე, აქტიურად იყო ჩართული რელიგიის სააგენტო. სააგენტოს თავმჯდომარემ ფორუმის მონაწილეებს გააცნო ინიციატივა - ბავშვთა უფლებების დაცვის დღეს, 10 დეკემბერს, ინტერ-რელიგიური კონფერენციის ჩატარების შესახებ, რომელიც ბავშვთა უფლებების დაცვას მიეძღვნება და ერთობლივ დეკლარაციაზე რელიგიური ორგანიზაციების ლიდერების ხელმოწერით დაგვირგვინდება.