მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიები პანდემიის წინააღმდეგ
20.05.2021
1 / 7


დღეს, აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით, რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები და სააგენტოს თანამშრომლები მასობრივი ვაქცინაციის პროცესში ჩაერთნენ. საქართველოს ებრაელთა კავშირის, მუსლიმთა სამმართველოს, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის, ევანგელურ პროტესტანტული, სახარების რწმენის, სომეხთა სამოციქულო ეკლესიისა და რელიგიის სააგენტოს თანამშრომლები covid -19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ.

2020 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხას დაემატა  „სხვადასხვა რელიგიურ კონფესიათა მსახურები“. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ უწყებათა შორის საკოორდინაციო საბჭოსთან თანამშრომლობით, საქართველოს მასშტაბით,  უფასო PCR ტესტირება უტარდებათ მართლმადიდებელი ეკლესიის, მუსლიმთა სამმართველოს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის, სომეხთა კათოლიკური ეკლესიის, ებრაული თემის, ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის, ბაპტისტური ეკლესიების კავშირისა და კათოლიკური ეკლესიის ასეულობით სასულიერო პირს.






View Larger Map