რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ მორიგი საქველმოქმედო აქცია განახორციელა. სააგენტოს წარმომადგენლები დღეს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ლომისას წმინდა გიორგის სახელობის დედათა და ბავშვთა თავშესაფარს დაეხმარნენ. ბავშვებს მათ 4 ფუთა ტანსაცმელი და 17 სასაჩუქრე ყუთი გადასცეს.
„კიდევაც დაიზრდებიან“ - ასე ჰქვია თავშესაფარს, რომელიც 2006 წლიდან არსებობს. თავშესაფარში 17 ბავშვია, რომლებსაც ბერ-მონაზვნები მინდობით ზრდიან. ბავშვებზე მონასტერი და კერძო შემომწირველები ზრუნავენ.
რელიგიის სააგენტოს საქველმოქმედო აქციები სამომავლოდაც გაგრძელდება.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
