რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის წარმომადგენლები დღეს კასპის რაიონის სოფელ მეტეხში მცხოვრებ ცხინვალის რეგიონიდან დევნილ ბავშვებს დაეხმარნენ. მათ საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „ფრიდენს ბოტეს“ ჰუმანიტარული ტვირთი - 15 ფუთი ტანსაცმელი და 25 სასაჩუქრე ყუთი გადასცეს.
საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობდნენ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე გივი ჯაფარიძე, საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის აღმასრულებელი დირექტორი ტარიელ პაპინაშვილი, ბაპტისტური ეკლესიების კავშირის ეპისკოპოსის მოადგილე ვახტანგ შალუტაშვილი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი ნინო ჭავჭავაძე და ლოჯისტიკის მენეჯერი ლაშა მჭედლიძე.