მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტო და ინტერრელიგიური სათათბირო სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს შეხვდნენ
20.03.2023
1 / 5


დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს, ნიკა ცხვარაშვილს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ინტერრელიგიური სათათბიროს: საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, ეზიდთა სასულიერო საბჭოს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, საქართველოს ებრაელთა კავშირის, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის, საქართველოს ევანგელურ-ლუთერული, ევანგელურ-პროტესტანტული, სახარების რწმენის, თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიის, საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის წარმომადგენლები.

შეხვედრის თემა იყო მსჯავრდებულთა რელიგიური უფლებების დაცვა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. ინტერრელიგიური სათათბიროს წევრები დაინტერესდნენ კონკრეტული საკითხებით, რაზეც სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.  შეხვედრის პროცესში გაჩნდა იდეა რელიგიის სააგენტოსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმების თაობაზე.

დასასრულს, ინტერრელიგიური სათათბიროს წევრებმა მადლობა გადაუხადეს მოწვეულ სტუმარს და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შეხვედრის ორგანიზებისთვის.






View Larger Map