მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტო ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის სინოდის სხდომას დაესწრო
25.11.2023
1 / 4


დღეს, თბილისის შერიგების ეკლესიაში, საქართველოსა  და სამხრეთ კავკასიაში ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის VII სინოდის მე-2 სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს, აზერბაიჯანისა  და გერმანიის ევანგელურ-ლუთერული ეკლესიების მაღალი  რანგის  სასულიერო პირები ესწრებოდნენ.

სინოდის სხდომაზე მოისმინეს თბილისის შერიგების ეკლესიის  ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლების მოხსენებები, სიახლეები ცალკეული სამრევლოებიდან. დასასრულს კი, დახურულ  ფორმატში,  განიხილეს 2024  წლის ბიუჯეტის გეგმა.

ევანგელურ- ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსის,  როლფ  ბარაისის  მოწვევით,  სინოდის სხდომის პირველ ნაწილს დაესწრნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი, ნინო  ჭავჭავაძე,  უფროსის სპეციალისტი, სერგო ფარულავა და  ანალიტიკოსი გიორგი  პატაშური.

ნინო ჭავჭავაძე რელიგიის საკითხთა სახელმწიფო  სააგენტოს სახელით გულითადად მიესალმა  სინოდის წევრებსა  და ეკლესიის სტუმრებს.  მან  ხაზი გაუსვა  საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიისა და რელიგიის სააგენტოს წარმატებულ თანამშრომლობას  ინტერ-რელიგიურ სათათბიროში და  საქართველოსა და სამხრეთ  კავკასიაში  ევანგელურ-ლუთერული  ეკლესიის  სამღვდელოებასა და მრევლს მომავალ საქმიანობაში  წარმატებები უსურვა.






View Larger Map