რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქველმოქმედო აქციებს განაგრძობს. დღეს, რელიგიის სააგენტოს თანამშრომლები საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ მოწყალების სახლს ეწვივნენ. ბენეფიციარებს მათ საჩუქრები - 5 ფუთა ტანსაცმელი და 10 სასაჩუქრე ყუთი გადასცეს.
საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული მოწყალების სახლი 30 წლის წინ დაარსდა. იქ მოსახლეობის ყველაზე შეჭირვებულ, ხელმოკლე წარმომადგენლებს ეხმარებიან.