რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებმა საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ ორგანიზაციას, „ახალგაზრდულ სახლი“, 7 შეკვრა სხვადასხვა სახის საკვები და 30 სასაჩუქრე ყუთი გადასცეს.
ახალგაზრდული სახლის დირექტორმა ლელა ეხვაიამ და მოძღვარმა მამა ანდრიამ აქციის ორგანიზატორებს გაწეული დახმარებისათვის მადლობა გადაუხადეს.
აქციაში მონაწილეობდნენ: რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი ნინო ჭავჭავაძე და ლოჯისტიკის მენეჯერი ლაშა მჭედლიძე.