მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტო პრაღის მინისტერიალში იღებს მონაწილეობას
10.11.2026
1 / 1


რელიგიის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ვლადიმერ მაჭარაშვილი პრაღაში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს „მე-18 მუხლის ალიანსის“ ყოველწლიურ მინისტერიალში სახელწოდებით „ერთობლივი ქმედება დაქსაქსულ სამყაროში: მდგრადობისა და ერთიანობის განმტკიცება თემებში და მათ შორის“.

ევრაზიის პანელური დისკუსია გაიმართება 2026 წლის 11 ნოემბერს, ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პლენარული სესიების დარბაზში. დისკუსიის ძირითადი თემებია: სახელმწიფოსა და რელიგიების ურთიერთობა, სხვადასხვა აღმსარებლობებს შორის თანაცხოვრება, რელიგიური თავისუფლება და უსაფრთხოება.  ვლადიმერ მაჭარაშვილი მინისტერიალს სიტყვით მიმართავს.

 






View Larger Map