საქართველოს მთავრობის N117-ე (27.01.2014) დადგენილების თანახმად, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დაევალა საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით გამოყოფილი თანხის საქართველოში არსებული რელიგიური თემებისთვის განაწილების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.
რელიგიურ გაერთიანებებთან კონსულტაციისა და ფაქტობრივი გარემოებების (მრევლის, სასულიერო პირების, საკულტო შენობა-ნაგებობების რაოდენობა) შესწავლის საფუძველზე, სააგენტომ მოამზადა რეკომენდაცია N 1/19. 24.01.2025 საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე, საქართველოს კანონით „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით განსაზღვრული 6 500 000 (ექვსი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი, მიმდინარე წელს, რელიგიურ თემებს გაუნაწილდეთ შემდეგი ოდენობებით:
ა) საქართველოს ისლამური თემი - 4 150 000 (ოთხი მილიონ ას ორმოცდაათი ათასი) ლარი;
ბ) საქართველოს სომეხთა სამოციქულო ქრისტიანული თემი - 1 100 000 (ერთი მილიონ ასი ათასი) ლარი;
გ) საქართველოს რომაულ-კათოლიკეთა ქრისტიანული თემი - 700 000 (შვიდასი ათასი) ლარი;
დ) საქართველოს იუდეური თემი - 550 000 (ხუთასორმოცდაათი ათასი) ლარი.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
