მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტო ტრენინგებს ატარებს
28.10.2022
1 / 4


დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის პროექტის -  „სახელმწიფო ენა სასულიერო პირებისათვის" მეორე ეტაპის  მონაწილე პედაგოგების ტრენინგი თემაზე „სეკულარიზმი და რელიგიური ნეიტრალიტეტი" .

მოწვეულ სტუმრებს მიესალმა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი, ნინო ჭავჭავაძე. პედაგოგებს ტრენინგი ჩაუტარეს რელიგიის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა სპრციალისტმა, დავით დავითაშვილმა, სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა, სერგო ფარულავამ და ანალიტიკოსმა, ზვიად ტყაბლაძემ

აღსანიშნავია, რომ  ანალოგიური ტრენინგი რელიგიის სააგენტომ პედაგოგებისთვის პროექტის პირველ ეტაპზეც განახორციელა.

პირველ ნოემბერს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასთან ერთად, იწყებს პროექტის  „სახელმწიფო ენა სასულიერო პირებისათვის" მეორე ეტაპს, რომელშიც  მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მუსლიმი თემის, სომეხთა მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიისა და საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის წარმომადგენლები.

 

 






View Larger Map