მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტომ ბრაილით დაბეჭდილი ბიბლიის მეორე წიგნის პრეზენტაცია გამართა
24.03.2021
1 / 6


დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ სოციალური პროექტის, ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ძველი აღთქმის მეორე კანონიკური  წიგნის,  „წიგნი გამოსვლათა (გამოსვლა)“, პრეზენტაცია გამართა, რომელსაც საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების ლიდერები, საქართველოს უსინათლოთა კავშირის წარმომადგენლები, უსინათლო და მხედველობა დაქვეითებულთა 202-ე საჯარო სკოლა-პანსიონის პერსონალი დაესწრნენ.

პრეზენტაციის მონაწილეებს მიესალმნენ: რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, რომელმაც ხაზი გაუსვა გამოცემის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ სააგენტო ეცდება, დააკმაყოფილოს უსინათლოთა საზოგადოების წარმომადგენელთა თხოვნა და ბიბლიის შემდეგი წიგნების გამოცემა დაჩქარდეს.

            სააგენტო მეოთხე წელია, ახორციელებს სოციალურ პროექტს - ბრაილის შრიფტით ბეჭდავს ინტერრელიგიურ კალენდარს, რითაც სრულად აკმაყოფილებს მომხმარებელთა მოთხოვნილებას. ასევე, პერიოდულად ეხმარება 202-ე სკოლა-პანსიონს. ბიბლიის ბრაილის შრიფტით დაბეჭდვის იდეაც ბავშვებს უკავშირდებათ, გამოკთხვის თანახმად, უსინათლო და მხედველობა დაქვეითებულმა ბავშვებმა სწორედ ბიბლიის ბრაილის შრიფტით წაკითხვის სურვილი გამოთქვეს. შარშან რელიგიის სააგენტომ გამოსცა ბიბლიის პირველი თავი - დაბადება. „წიგნი გამოსვლათა (გამოსვლა)“ კი ძველი აღთქმის ხუთწიგნეულისა და ბიბლიის მეორე კანონიკური წიგნია, რომელიც ისრაელი ხალხის ეგვიპტეში ტყვეობიდან დახსნის ამბავს მოგვითხრობს.






View Larger Map