წინასაახალწლოდ, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ და საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირმა წალკის ეპარქიის მცხოვრებლებს საჩუქრები ჩაუტანეს. ერთობლივი საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, მათ საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „ფრიდენს ბოტეს“ ჰუმანიტარული ტვირთი - ქალის, მამაკაცისა და ბავშვის 25 ფუთა ტანსაცმელი და 20 ყუთი ტკბილეულობა გადაეცათ.
სტუმრებს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა წალკის ეპისკოპოსმა, მეუფე გრიგოლმა (კაცია). საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობდნენ: საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის აღმასრულებელი დირექტორი, ტარიელ პაპინაშვილი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი, ნინო ჭავჭავაძე და ანალიტიკოსი გიორგი პატაშური.