რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანების წარმომადგენლები დღეს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ და გარდაბნის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ოჯახებისთვის საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდენს ბოტეს“ ჰუმანიტარული დახმარება - 20 ფუთა ტანსაცმელი და 30 სასაჩუქრე ყუთი გადასცეს.
სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თამაზ ბესტაევმა გაწეული დახმარებისათის აქციის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა.
აქციაში მონაწილეობდნენ: რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი ნინო ჭავჭავაძე, საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანების აღმასრულებელი მდივანი ტარიელ პაპინაშვილი და ლოჯისტიკის მენეჯერი ლაშა მჭედლიძე.