მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტომ და ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანებამ საქველმოქმედო აქცია გამართეს
13.11.2026
1 / 3


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ და საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანებამ დღეს ერთობლივი საქველმოქმედო აქცია გამართეს. აქციის ორგანიზატორებმა, მართლმადიდებელი ეკლესიის ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის სოფელ საირხის წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიას,  მოსწავლეებისა და  პედაგოგებისათვის,  საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდენს ბოტეს“ ჰუმანიტარული დახმარება, 35 ფუთა ტანსაცმელი გადასცეს.

გიმნაზიის მოძღვარმა, დეკანოზმა გიორგი გოგესაშვილმა რელიგიის სააგენტოსა და ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანებას გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

აქციაში მონაწილეობდნენ: საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების გაერთიანების  აღმასრულებელი მდივანი ტარიელ პაპინაშვილი და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, სერგო კერესელიძე.

საქველმოქმედო  აქციები გრძელდება.

 






View Larger Map