მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტომ კახინგილოს ქართველობას მარიამობა მიულოცა
28.08.2021
1 / 9


დღეს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე,  თავმჯდომარის მოადგილე გიორგი უკლება და პროტოკოლის მენეჯერი გვანცა ცხოვრებაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე, საქართველოს გენერალური კონსული ქ. განჯაში ნიკოლოზ იაშვილი კახის რაიონის სოფელ კახინგილოში ჩავიდნენ.

ქართული დელეგაციის წევრები ეწვივნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონს. ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა კახის რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელთან, მუსა შექელიევთან, შემდეგ კი დელეგაციის წევრები წმინდა გიორგის ეკლესიას ეწვივნენ.

კახინგილოს წმინდა გიორგის ეკლესიაში დღეს თორმეტ უდიდეს საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინებას აღნიშნავდნენ. საზეიმო წირვას რელიგიის სააგენტოს დელეგაცია დაესწრო.  წირვა აღავლინა მღვდელმა პეტრე ხუმარაშვილმა. წირვის დასრულების შემდეგ რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე გაესაუბრა მამა პეტრეს.

სააგენტოს დელეგაცია რეგიონში კომპაქტურად მცხოვრებ ქართველი ეროვნების მოსახლეობას შეხვდა. რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ, საქართველოს მთავრობის სახელით, კახში მცხოვრებ ქართველებს მარიამობის დღესასწაული მიულოცა და წარმატებები უსურვა. იგი გაეცნო ადგილობრივკ მოსახლეობის პრობლემებს და სამომავლო გადაჭრის გზებზეც ისაუბრა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, საქართველოს საელჩოსა და ქ. განჯაში საქართველოს გენერალური საკონსულოს სახელით, ადგილობრივ მოსახლეობას, სოციალურად დაუცველსა და შშმ პირებს, ჰუმანიტარული დახმარების სახით, გადაეცათ საკვები პროდუქტების ამანათები, პირველადი მოხმარების საგნები და ქართული წარმოების პირბადეები.






View Larger Map