მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტომ მორიგი ტრენინგი ჩაატარა
17.09.2025
1 / 6


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2024-2026 წლებისთვის) ფარგლებში დაგეგმილ ტრენინგებს განაგრძობს.

საჯარო მოხელეებისათვის რელიგიისა და რწმენის თავისუფლების  და მისი გარანტიების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, სამხრეთ ოსეთის  ადმინისტრაციის თანამშრომლებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე - „სეკულარიზმი და რელიგიური ნეიტრალიტეტი", რომელშიც    მონაწილეობა მიიღო 36 საჯარო მოხელემ. სწავლებას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, დავით დავითაშვილი და სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი სპეციალისტი, სერგო ფარულავა უძღვებოდნენ.

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, თამაზ ბესტაევმა მადლობა გადაუხადა სააგენტოს თანამშრომლებს საინტერესო ღონისძიების ორგანიზებისა და ჩატარებისათვის. დასასრულს, ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი, ნინო ჭავჭავაძე, ანალიტიკოსი სერგო  კერესელიძე და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, ნინო კობეშავიძე.






View Larger Map