მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტომ ქაშვეთის ეკლესიაში ბრაილით დაბეჭდილი ლოცვები განათავსა
31.03.2023
1 / 6


დღეს, თბილისის ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში,  შშმ პირების, კერძოდ უსინათლოთა რელიგიური უფლებების განხორციელების ხელშესაწყობად, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს საპატრიარქოსთან შეთანხმებით, ხატებთან განთავსდა ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ლოცვები და ტროპარ-კონდაკები.

 ამასთან დაკავშირებით, ქაშვეთის ეკლესიაში იმყოფებოდნენ რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი, ნინო ჭავჭავაძე, სააგენტოს თანამშრომლები და საქართველოს უსინათლოთა კავშირის წარმომადგენელი, ხათუნა გოგიძე. პროცესში მონაწილეობდა ტაძრის პროტოდიაკვანი, დიმიტრი ლომინაძე.

ლოცვები ბრაილის შრიფტით უკვე განთავსებულია სამების საკათედრო ტაძარში და ფონიჭალის წმინდა თამარის სახელობის ეკლესიაში.






View Larger Map