რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ, 2022 წლის 12 იანვარს პრემიერ მინისტრს მიმართა რეკომენდაციით და საქართველოს მთავრობის №117-ე (27.01.2014) დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად სააგენტოს დაევალა საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით გამოყოფილი თანხის განაწილება და 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული 4 500 000 (ოთხი მილიონ ხუთასი ათასი) ლარიდან, ამ ეტაპზე განაწილდა 3 500 000 (სამი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი - შემდეგი ოდენობებით:
საქართველოს ისლამურ თემს - 2 200 000 (ორი მილიონ ორასი ათასი) ლარი;
საქართველოს სომეხთა სამოციქულო ქრისტიანულ თემს - 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი;
საქართველოს რომაულ-კათოლიკეთა ქრისტიანულ თემს - 400 000 (ოთხასი ათასი) ლარი;
საქართველოს იუდეურ თემს - 300 000 (სამასი ათასი) ლარი;
2022 წლისთვის დარჩენილი 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი განაწილდება მოგვიანებით.