მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტომ საჯარო სკოლების დირექტორებისთვის ტრენინგი გამართა
25.02.2026
1 / 5


საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ მორიგი ტრენინგი გამართა თემაზე - „სეკულარიზმი და რელიგიური ნეიტრალიტეტი", რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროდან, საჯარო სკოლების 37 დირექტორი დაესწრო. ტრენინგი „საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის 2024 – 2026 წლების სამოქმედო გეგმის“ ფარგლებში, სეკულარიზმის პრინციპების შემდგომი განმტკიცების, პროზელიტიზმისა და ინდოქტრინაციის პრევენციის, რელიგიისა და რწმენის თავისუფლებისა და მისი გარანტიების შესახებ ცნობიერების  ამაღლების მიზნით ჩატარდა.

შეხვედრა გახსნა რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსმა, ნინო ჭავჭავაძემ.

თემაზე „სეკულარიზმი და რელიგიური ნეიტრალიტეტი“ ისაუბრა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის იურისტმა, ალექსანდრე შეყილაძემ. „რელიგიები საქართველოში“ იყო  სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი სპეციალისტის, სერგო ფარულავას ლექციის თემა.

ტრენინგს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენინგების პროგრამის მენეჯერი ნინო გორდეზიანი და კოორდინატორთა ჯგუფის უფროსი ქეთევან ჭოლოკავა ესწრებოდნენ.

შეხვედრის დასასრულს, ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები და ბიბლია  გადაეცათ.






View Larger Map