მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტომ სამებაში ბრაილით დაბეჭდილი ლოცვები განათავსა
16.03.2023
1 / 9


დღეს, სამების საკათედრო ტაძარში, შშმ პირების, კერძოდ უსინათლოთა რელიგიური უფლებების განხორციელების ხელშესაწყობად, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით, საქართველოს საპატრიარქოსთან შეთანხმებით, ხატებთან განთავსდა ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ლოცვები და ტროპარ-კონდაკები.

ამასთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ: რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე და სააგენტოს თანამშრომლები, საქართველოს უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარე, სოფიკო ხუციშვილი, უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრის ხელმძღვანელი, თამარ ცალქალამანიძე, თბილისის 202-ე უსინათლო  ბავშვთა  საჯარო სკოლის დირექტორი, თინათინ საბაური და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო განაგრძობს სოციალურ პროექტს შშმ პირებისთვის. პროექტის ფარგლებში, ყოველწლიურად გამოდის ბრაილის შრიფტით აწყობილი ინტერრელიგიური კალენდარი, გამოიცა ბიბლიის ოთხი წიგნი.

ლოცვები ბრაილის შრიფტით უკვე განთავსებულია ფონიჭალის წმინდა თამარის სახელობის ტაძარში.






View Larger Map