რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ და საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანებამ დღეს ერთობლივი საქველმოქმედო აქცია გამართეს. მართლმადიდებელი ეკლესიის ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის სოფელ საირხის წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიას მათ საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდენს ბოტეს“ ჰუმანიტარული დახმარება - 46 სასაჩუქრე ყუთი და 22 ფუთა ტანსაცმელი გადასცეს.
გიმნაზიის მოძღვარმა, დეკანოზმა გიორგი გოგესაშვილმა რელიგიის სააგენტოსა და ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანებას გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
ერთობლივ აქციაში მონაწილეობდნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის ანალიტიკოსი გიორგი პატაშური და ლოჯისტიკის მენეჯერი ლაშა მჭედლიძე.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
