მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტომ შშმ პირთა უფლებების დაცვის ხელშეწყობის სამოქმედო გეგმა შეიმუშავა
28.01.2022
1 / 1


შშმ პირთა უფლებების დაცვისა და ინკლუზიური ტოლერანტული გარემოს შექმნის ხელშეწყობის მიზნით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ შეიმუშავა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა უფლებების დაცვის ხელშეწყობის სამოქმედო გეგმა 2022 წლისთვის. დოკუმენტის მიზანია „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაერო-ს კონვენციისა და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის პრინციპებზე დაყრდნობით, გამოკვეთოს ის პრიორიტეტული მიმართულებები და ღონისძიებები, რომელიც 2022 წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს.

სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს: რელიგიის სფეროში მოღვაწე პირების ცნობიერების ამაღლებას შშმ პირების უფლებების შესახებ; საქართველოში მოღვაწე რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენელთათვის და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლებისათვის ტრენინგის ჩატარებას შშმ პირთა უფლებების შესახებ; რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს რიგი ყოველწლიური პროექტების (ინტერრელიგიური კალენდარი, რელიგიური წიგნები) შშმ პირებისათვის ადაპტირებული (ბრაილის შრიფტით) გამოცემას.

დოკუმენტი დამუშავდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, პრინციპის - „არაფერი ჩვენს შესახებ ჩვენს გარეშე“ აღსრულების მიზნით. იგი წარედგინება შშმ პირთა წარმომადგენლობით ორგანიზაციებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და შშმ თემის წარმომადგენლებს.

 

სამოქმედო გეგმას გაეცანით ბმულზე: https://bit.ly/3rV6GlR






View Larger Map