მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტომ თბილისის საკრებულოში ტრენინგები დაიწყო
16.05.2022
1 / 7


დღეს, თბილისის მუნიციალიტეტის საკრებულოში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ, თბილისის საკრებულოსთან გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად, დაიწყო სამდღიანი (16 -17 -18 მაისი) ტრენინგები საკრებულოს თანამშრომლებისთვის თემაზე - სეკულარიზმი და რელიგიური ნეიტრალიტეტი.

ტრენინგის მონაწილე საჯარო მოხელეებს მიესალმნენ რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, კახაბერ ლაბუჩიძე. მათ აღნიშნეს რელიგიური ტოლერანტობის, ნეიტრალიტეტისა და სეკულარიზმის მნიშვნელობა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოსთვის და საზოგადოდ, დემოკრატიის მშენებლობის პროცესში.

            საჯარო მოხელეებისთვის მიმდინარე ტრენინგის პირველი დღე დაეთმო შემდეგ საკითხებს: საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შექმნა, მისი ფუნქციები და საქმიანობა - მომხსენებელი რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე;  საქართველოში გავრცელებული რელიგიები - მომხსენებელი სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი სპეციალისტი, სერგო ფარულავა; სეკულარიზმი და რელიგიური ნეიტრალიტეტი - მომხსენებლები სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, დავით დავითაშვილი და  ამავე სამსახურის იურისტი, ალექსანდრე  შეყილაძე.

            ტრენინგი ხორციელდება ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო-სამოქმედო გეგმის ფარგლებში. მისი მიზანია საჯარო მოხელეების ცნობიერების ამაღლება რელიგიური ნეიტრალიტეტისა და სეკულარიზმის საკითხებში.

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს, რელიგიის სააგენტომ კონრად ადენაუერის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის მხარდაჭერით, გამოსცა სახელმძღვანელო - „სეკულარიზმი და რელიგიური ნეიტრალიტეტი საჯარო სამსახურში“, პრაქტიკული სახელმძღვანელო საჯარო მოხელეთათვის, რომლის მიზანია, სახელმწიფოს ერთიანი რელიგიური პოლიტიკის ფარგლებში, სეკულარული მმართველობისა და საჯარო სამსახურში რელიგიური ნეიტრალიტეტის პრინციპების განმტკიცების ხელშეწყობა.






View Larger Map