რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ ორ ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან – „საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების სამდივნოსა“ (IRF Secretariat) და LYNC-თან („გიყვარდეს შენი მეზობელი თემი“) ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა
მემორანდუმი მიზნად ისახავს რელიგიის თავისუფლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, სამოქმედო გამოცდილების გაზიარებას და მშვიდობისა და თანაცხოვრების ხელშეწყობას.
ხელმოწერილი დოკუმენტი კიდევ უფრო ამყარებს საქართველოს, როგორც რეგიონში ტოლერანტობისა და რელიგიური მრავალფეროვნების პლატფორმის როლს. თანამშრომლობა მოიცავს ერთობლივ კვლევით-საგანმანათლებლო ღონისძიებებსა და იმ პროექტებს, რომლებიც მიმართული იქნება გლობალური რელიგიური დიალოგისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში წინსვლისკენ.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
