მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტომ „ხსნის არმიას“ იუბილე მიულოცა
14.10.2023
1 / 3


დღეს, საერთაშორისო ქრისტიანულმა მოძრაობა „ხსნის არმიამ“ საქართველოში მსახურების 30 წლისთავი აღნიშნა. იუბილესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე იმყოფებოდნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული ინტერრელიგიური სათათბიროს წარმომადგენლები და აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიალური ლიდერები.

ორგანიზაციას მიესალმა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს  სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი ნინო ჭავჭავაძე, რომელმაც მაღალი შეფასება მისცა „ხსნის არმიის“ საქმიანობას და ხაზი გაუსვა, რომ ეს ორგანიზაცია საქართველოში დამოუკიდებლობის გამოცხადების პირველივე წლებში გამოჩნდა. ნინო ჭავჭავაძემ კმაყოფილება გამოთქვა რელიგიის სააგენტოსა და „ხსნის არმიას“ შორის ურთიერთობების გაღრმავების თაობაზე და მათ ინტერრელიგიური სათათბიროს ფორმატში თანამშრომლობის წინადადებით მიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს  სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის ანალიტიკოსი გიორგი პატაშური და უფროსი სპეციალისტი სერგო ფარულავა.






View Larger Map