დღეს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიის ზარზმის მონასტერს საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „ფრიდენს ბოტეს“ ჰუმანიტარული ტვირთი, 15 ფუთა ტანსაცმელი და 25 ყუთი ტკბილეულობა გადასცა.
ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიის ზარზმის მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ნიკოლოზმა (გეწაძე) მადლობა გადაუხადა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს, ზაზა ვაშაყმაძეს გაწეული დახმარებისთვის.