მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტოს ავსტრიის რესპუბლიკის ელჩი ეწვია
31.01.2025
1 / 5


დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობერტ გერშნერს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

ელჩი გერშნერი დაინტერესდა საქართველოს რელიგიური კონფესიებით, ინტერრელიგიური სათათბიროს საქმიანობითა და სახელმწიფოს მხრიდან კონფესიების დაფინანსებით, რის თაობაზეც სააგენტოს თავმჯდომარისგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღო.

ზაზა ვაშაყმაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველი მოსახლეობის რელიგიური უფლებების დარღვევის ფაქტებზე და აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოებას ამ თვალსაზრისით მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე არაღიარების პოლიტიკა. მისი თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე სისტემატურად ხდება ქართული ეთნიკური, რელიგიური და კულტურული კვალის წაშლა.

შეხვედრის დასასრულს, სტუმარს საჩუქრად რელიგიის სააგენტოს პუბლიკაციები გადაეცა.

ავსტრიის რესპუბლიკის ელჩმა გამოთქვა რელიგიის სააგენტოსთან თანამშრომლობის სურვილი და მადლობა გადაუხადა სააგენტოს თავმჯდომარეს მასპინძლობისთვის.






View Larger Map