თბილისში ვიზიტით იმყოფება აზერბაიჯანის რესპუბლიკის რელიგიური გაერთიანებების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე, მუბარიზ გურბანლი. დღეს იგი . რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს, ზაზა ვაშაყმაძეს შეხვდა.
შეხვედრაზე, რომელსაც კოლეგა-ორგანიზაციების წარმომადგენლები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ, განიხილეს ორ სტრუქტურას შორის თანამშრომლობის ასპექტები, საქართველოში მუსლიმი თემისა და აზერბაიჯანში მართლმადიდებელი მრევლის რელიგიური უფლებების დაცვა, სამომავლო პერსპექტივები.
27 სექტემბერს, სასტუმრო „ბილტმორში“, გაიმართება ერთობლივი ქართულ-აზერბაიჯანული საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „სახელმწიფოს როლი ინტერრელიგიურ დიალოგში“.