მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტოს დელეგაცია ალიბეგლოს ქართულ სახელმწიფო თეატრს ეწვია
30.08.2021
1 / 7


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი უკლება და პროტოკოლის მენეჯერი გვანცა ცხოვრებაძე კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოს ქართულ სახელმწიფო თეატრს ეწვივნენ. ალიბეგლოს ილია ჭავჭავაძის სახელობის ქართულმა თეატრმა ფუნქციონირება1985 წელს დაიწყო და მის რეპერტუარში ქართველი და უცხოელი დრამატურგების ნაწარმოებები იყო.

სახელმწიფო აკადემიური თეატრის სტატუსის მინიჭებასთან ერთად,  ალიბეგლოს თეატრს მოეხსნა ილია ჭავჭავაძის სახელი. ქართული მხარე წლებია, აყენებს საკითხს თეატრისთვის ილია ჭავჭავაძის სახელის აღდგენისა და თეატრის გარკვეულ ნაწილში შესაბამისი პირობების შექმნის თაობაზე, რათა დასმა ფუნქციონირება დაიწყოს. რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ,ზაზა ვაშაყმაძემ თეატრის დათვალიერებისას დააყენა ილია ჭავჭავაძის ბიუსტის აუცილებელი რესტავრაციის საკითხი.

დელეგაციასთან ერთად, ალიბეგლოს ქართულ თეატრში იმყოფებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე, საქართველოს გენერალური კონსული ქ. განჯაში ნიკოლოზ იაშვილი, კახის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვარი მამა პეტრე ხუმარაშვილი და საელჩოს თანამშრომლები.






View Larger Map