მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტოს დელეგაცია ბელაქანში ქართველ მუსლიმებს შეხვდა
24.11.2023
1 / 3


აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბელაქანის რაიონის სოფელ ითითალაში რელიგიის სააგენტოს დელეგაციამ ჯუმა მეჩეთი მოინახულა, სადაც ქართველ მუსლიმებსა და ქრისტიანებს შეხვდა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე ესაუბრა მეჩეთის იმამს, ჰაჯი მუჰამედ ალიევს. მეჩეთში მყოფთ ზაზა ვაშაყმაძე ესაუბრა საქართველოში არსებული ტოლერანტული გარემოს თაობაზე და იმ მხარდაჭერასა და ფინანსურ დახმარებაზე, რასაც ქართული სახელმწიფო საქართველოს მოქალაქე მუსლიმების მიმართ იჩენს

მეჩეთში შეკრებილ მუსლიმ მრევლს ქართულ ენაზე გამოცემული ყურანი, ქრისტიან მრევლს კი ბიბლია დაურიგეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ ბელაქანის რაიონის გამგებელი, ისლამ რზაევი, სოფლის რწმუნებული, გერმან ბალაევი და სკოლის დირექტორი, მამედ მუსტაფაევი.






View Larger Map