მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტოს დელეგაცია ჯორჯიის შტატის მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს შეხვდა
31.05.2023
1 / 1


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია, სააგენტოს თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის, დავით დავითაშვილის შემადგენლობით, ა.შ.შ.-ის ჯორჯიის შტატში იმყოფება. დელეგაციის პირველი შეხვედრა ჯორჯიის შტატის მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ჯორჯიის მთავრობაში.ქრისტიანული კონფერენციის ლობისტ მაიკ გრიფინთან შედგა.

მაიკ გრიფინმა ისაუბრა ქრისტიანული ღირებულებების როლზე ამერიკელი ერისა და სახელმწიფოს ფორმირების პროცესში და ხაზი გაუსვა ამერიკელთა მიერ ღმერთის აღიარების ოფიციალურ ფენომენს, დაწყებული ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური დევიზით - „ჩვენ გვჯერა ღმერთის“ (In God We Trust), და ჯორჯიის შტატის კონსტიტუციის პრეამბულით - „ყოვლისშემძლე ღმერთის მფარველობასა და ხელმძღვანელობაზე დაყრდნობით, ვადგენთ ამ კონსტიტუციას“ დასრულებული.

ბატონმა გრიფინმა ისაუბრა „ქრისტიანული კონფერენციის“ (სხვადასხვა ქრისტიანული მიმდინარეობის ორგანიზაციათა გაერთიანების) ლობირების მექანიზმზე ჯორჯიის საკანონმდებლო ორგანოში, გენერალურ ასამბლეაში, რომელიც შედგება სენატისა და წარმომადგენლობითი პალატის 236 დელეგატისგან და იმ კანონების მიღების პრაქტიკაზე, სადაც მათი ძალისხმევის შედეგად, მოხდა ქრისტიანული ღირებულებების დაცვა და ასახვა.

მან, ასევე, ქართულ მხარეს გააცნო რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიერთობის ამერიკული პრაქტიკა ჯორჯიის შტატის მაგალითზე.

რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ მასპინძელს გააცნო საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა, ესაუბრა კონკრეტულ მიმართულებებზე. ზაზა ვაშაყმაძემ მადლობა გადაუხადა მაიკ გრიფინს საინტერესო ინფორმაციის გაზიარებისთვის.

რელიგიის სააგენტოს ვიზიტი ა.შ.შ.-ში გრძელდება.






View Larger Map