მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტოს დელეგაცია კახინგილოს ქართულ სკოლას ეწვია
29.08.2021
1 / 6


აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე,  თავმჯდომარის მოადგილე გიორგი უკლება და პროტოკოლის მენეჯერი გვანცა ცხოვრებაძე კახის რაიონის სოფელ კახინგილოს ქართულ საშუალო სკოლას ეწვივნენ.

სტუმრები გაესაუბრნენ საშუალო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს, დაინტერესდნენ მათი საყოფაცხოვრებო პირობებით.

ქართველმა მოსწავლეებმა სტუმრების პატივსაცემად კონცერტი გამართეს. მეტად ემოციური და შთამბეჭდავი იყო მათ მიერ შესრულებული ქართული სიმღერები და ცეკვები, მათ მიერ წაკითხული ქართველ პოეტთა ლექსები.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძემ ქ. განჯაში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ნიკოლოზ იაშვილმა სკოლის უკლებლივ ყველა მოსწავლეს, საჩუქრად გადასცეს სასკოლო ჩანთები საკანცელარიო ნივთების მრავალფეროვანი კრებულით, სპორტული ინვენტარი და ტანსაცმლის კომპლექტები.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საელჩოს თანამშრომლები, კახის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვარი მამა პეტრე ხუმარაშვილი და კახის რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი მუსა შაქილიევი.






View Larger Map