მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტოს დელეგაცია ქოთოქლოს ქართულ ეკლესიას ეწვია
31.08.2021
1 / 4


აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე,  თავმჯდომარის მოადგილე გიორგი უკლება და პროტოკოლის მენეჯერი გვანცა ცხოვრებაძე კახის რაიონის სოფელ ქოთოქლოს ყოვლადწმინდა სამების ეკლესიას ეწვივნენ.

ქოთოქლოს (შუახევის) ყოვლადწმინდა სამების ქართული ეკლესია აშენებულია XIX საუკუნის 90-იან წლებში, კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენი საზოგადოების მიერ. ქოთოქლოს წმინდა სამების ქართულ ტაძარში ბოლო წირვა 100 წლის წინ -1920 წელს ჩატარდა, 2019 წლიდან კი ტაძარი კვლავ ამოქმედდა, რასაც ადგილობრივი მართლმადიდებელი ქართველები ათწლეულების განმავლობაში ითხოვდნენ.

სოფლის მოსახლეობასთან ერთად, ტაძრის ამოქმედების, მისი შეკეთება-კეთილმოწყობისა და მოვლის საქმეში განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის სოფლის გერმანული ენის მასწავლებელს, 80 წლის ვერა ბერიკაშვილს, რომელსაც „საყდარ ბებოს" სახელით იცნობენ. სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე სწორედ მას შეხვდა და გაესაუბრა.

ამ ეტაპისთვის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ისტორიულ ჰერეთში (საინგილოში) წირვა-ლოცვას კახის რაიონში მდებარე წმ. გიორგის სახელობის ტაძარში, კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოში მდებარე წმ. ნინოს სახელობის ტაძარსა და კახის რაიონის სოფელ ქოთოქლოში მდებარე ქოთოქლოს სამების სახელობის ტაძარში ატარებს. სამივე ეკლესიას სამწუხაროდ,  მხოლოდ ერთი მოძღვარი, მღვდელი პეტრე ხუმარაშვილი ემსახურება. მრევლი სამივე ეკლესიის სრულფასოვან ფუნქციონირებასა და სამივე მათგანში მინიმუმ, ერთი მღვდლის მსახურებას ითხოვს. ამ საკითხმა, რასაკვირველია, რელიგიის სააგენტოს ინტერესი გამოიწვია.  

მოსახლეობასთან შეხვედრისას, კახის რაიონის ხელმძღვანელობამ სააგენტოს თანამშრომლებს ყარაბაღის ომში დაჭრილ ქართველებს შეახვედრა, სააგენტოს ხელმძღვანელი მათაც გაესაუბრა.

დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე, საქართველოს გენერალური კონსული ქ. განჯაში ნიკოლოზ იაშვილი და საელჩოს თანამშრომლები






View Larger Map