მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტოს დელეგაცია რელიგიის საკითხებში პრეზიდენტ ბაიდენის მრჩეველს შეხვდა
12.06.2023
1 / 1


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, დავით დავითაშვილი საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების საკითხებში (USCIRF) ამერიკის შეერთებული შტატების კომისარს, ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველს რელიგიის საკითხებში, ფრედერიკ დეივს,  USCIRF-ის აღმასრულებელ დირექტორს, ერინ სინგშინსუკის, USCIRF-ის პოლიტიკის უფროს ანალიტიკოსს, კიილი ბაკკენს და USCIRF-ის მსხვერპლთა სიისა და ხელმისაწვდომობის სპეციალისტს, დილან შექსნაიდრეს შეხვდნენ.

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების კომისია (USCIRF) დამოუკიდებელი ორგანოა, რომელიც შედგება 9 კომისრისგან. მათ უშუალოდ ქვეყნის პრეზიდენტი და კონგრესის პირველი პირები ნიშნავენ. კომისია ფედერალური მასშტაბით ზედამხედველობას უწევს რელიგიის თავისუფლების პოლიტიკას და ამზადებს რეკომენდაციებს  პრეზიდენტის, სახელმწიფო მდივნისა და კონგრესისათვის.

მასპინძლების განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, მათ შორის, რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დარღვევის ფაქტებმა და ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის მხრიდან ეთნიკურმა და რელიგიურმა დისკრიმინაციამ. მასპინძლები კარგად იცნობდნენ საქართველოში რელიგიის სფეროში არსებულ მდგომარეობას და სააგენტოს დელეგაციას საშუალება მიეცა, უფრო დეტალურად ესაუბრა მიმდინარე პროგრესზე. საუბარი ასევე, შეეხო ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშებს. მათი თქმით, ისინი მონიტორინგს უწევენ სახელმწიფო დეპარტამენტის, მათ შორის, საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების ელჩის საქმიანობასაც და ამდენად, ანგარიშებში საქართველოს შესახებ სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით, უფრო ობიექტური ინფორმაციის ასახვას შეუწყობენ ხელს.

საუბარს ესწრებოდნენ საქართველოს საელჩოს საქართველოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, დესპანი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხათუნა კვესელავა და საქართველოს საელჩოს უფროსი კონსული ამერიკის შეერთებულ შტატებში, შალვა ბურდული.

 






View Larger Map