მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტოს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა
17.07.2023
1 / 1


დღეს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია, თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძის, სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის ანალიტიკოსის, გიორგი პატაშურისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის იურისტის, ალექსანდრე შეყილაძის შემადგენლობით,  სომხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია შეხვდება სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მრჩეველს, არტაშეს თუმანიანსა და ყოველთა სომეხთა კათალიკოსს, გარეგინ მეორეს.

ვიზიტის მიზანია, სომხეთის რესპუბლიკასთან რელიგიის სფეროში თანამშრომლობის განმტკიცება.






View Larger Map