მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტოს დელეგაცია სომხეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველს შეხვდა
18.07.2023
1 / 5


 

დღეს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაციას სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, არტაშეს თუმანიანმა უმასპინძლა.

სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ, პრემიერ-მინისტრის მრჩეველს გააცნო საქართველოს სახელმწიფოს რელიგიის პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები და სახელმწიფოს მხრიდან რელიგიური ორგანიზაციების, მათ შორის, სომხური თემისადმი მხარდაჭერის ღონისძიებები, კერძოდ, თავმჯდომარემ ისაუბრა ინტერრელიგიურ სათათბიროზე და სომხური ეკლესიის აქტიურ მონაწილეობაზე სათათბიროს საქმიანობაში. ასევე, შეეხო რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური კომისიის საქმიანობასა და სომხური თემის დაფინანსებას, რომელმაც ბოლო წლებში მილიონ ლარს მიაღწია.  

პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან საუბრისას დაისვა საკულტო ნაგებობების გადაცემის, საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ეკლესიისთვის სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში, გიორგი შარვაშიძე და საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი, შალვა საბაური.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის ანალიტიკოსი, გიორგი პატაშური და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის იურისტი, ალექსანდრე შეყილაძე.






View Larger Map