მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტოს დელეგაცია ტეხასის პოლიციის კაპელანს შეხვდა
01.06.2023
1 / 1


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, დავით დავითაშვილი ტეხასის პოლიციის კაპელანს, ბაპტისტური ეკლესიის პასტორს, დოქტორ კლიფტონ კუმინგს შეხვდნენ.  კლიფტონ კუმინგს კაპელანის ათწლიანი გამოცდილება აქვს, არის „კრიტიკული შემთხვევებისა და სტრესის მენეჯმენტის“ საერთაშორისო ასოციაციის (ICISF) სერტიფიცირებული ინსტრუქტორი, პროფესორი, ტეხასის შტატში კაპელანების გადასამზადებელი კურსის სახელმძღვანელოსა და კაპელანური მსახურების შესახებ არაერთი გამოცემის ავტორი.

დოქტორმა კუმინგმა სტუმრებს დეტალურად გააცნო ინფორმაცია პოლიციის კაპელანების გადამზადებისა და კანდიდატების მიმართ არსებული კრიტერიუმების შესახებ. მისი თქმით, ორგანიზაციას, რომელიც პოლიციის კაპელანის კანდიდატებს შემდგომი მსახურებისთვის ამზადებს, მიმდინარე წლის ივლისში 50 წელი უსრულდება. დოქტორმა კუმინგმა სააგენტოს თავმჯდომარეს აღუთქვა, რომ მრგვალი თარიღის აღსანიშნავად გამართულ კონფერენციაზე საქართველოში კაპელანური მსახურების განვითარებისა და ხელშეწყობის შესახებ საკითხს წამოსწევს.

ზაზა ვაშაყმაძემ პასტორ კუმინგს გააცნო რელიგიის სააგენტოს აქტივობები საქართველოში კაპელანური მსახურების დანერგვისთვის. შეხვედრაზე დაიგეგმა პოლიციის კაპელანების გადამზადების 10 ფაზიანი კურსისა და სახელმძღვანელოს ადაპტირება ქართული რეალობისა და მოთხოვნების გათვალისწინებით.






View Larger Map