მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტოს დელეგაცია თურქეთის პრეზიდენტის მთავარ მრჩეველს შეხვდა
23.02.2024
1 / 3


„ქართულად კარგად ვერ ვსაუბრობ, იმის მიუხედავად, რომ ბებია უკეთ საუბრობდა ქართულად“ - თქვა თურქეთის პრეზიდენტის მთავარმა მრჩეველმა ისრაფილ ქიშლამ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ქართულ-თურქული ურთიერთობების ხარისხს და მნიშვნელობას სამეზობლო პოლიტიკის ყველა სფეროში და გამოთქვეს თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი.

პრეზიდენტის მთავარმა მრჩეველმა აღნიშნა, რომ ხშირად სტუმრობს საქართველოს, ყოველ ჯერზე რწმუნდება, თუ როგორი ტოლერანტია ქართველი ერი და ახარებს საქართველოს განვითარება და პროგრესი. ისრაფილ ქიშლამ ხაზი გაუსვა ადამიანებს შორის თანასწორობას და დასძინა, რომ პანდემიის დროს უცხო ქვეყნებს თურქეთი ისე ეხმარებოდა, ერთადერთ პრიორიტეტად ადამიანს მიიჩნევდა, განურჩევლად მისი რელიგიური თუ სხვა განსხვავებებისა.

რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ ვრცლად ისაუბრა რელიგიური უმცირესობების, მათ შორის, საქართველოს მუსლიმი თემის მხარდამჭერ პროექტებზე და ამ თვალსაზრისით გადადგმულ ნაბიჯებზე.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორი ქვეყნის საერთო ინტერესების სასარგებლოდ განხორციელებული აქტივობები და გამოთქვეს მზაობა, გაგრძელდეს თანამშრომლობა საინტერესო პროექტების მოსამზადებლად, ქვეყნების პირველი პირების სამომავლო ვიზიტების დღის წესრიგისთვის.

პრეზიდენტის მთავარმა მრჩეველმა ისაუბრა თურქეთის განათლების სფეროს პროგრესზე და წამოაყენა ქართულ-თურქული უნივერსიტეტის გახსნის იდეა.

დასასრულს, ისრაფილ ქიშლამ მადლობა გადაუხადა როგორც რელიგიის სააგენტოს, ისე მასპინძელ კოლეგა ორგანიზაციას შეხვედრის ორგანიზებისთვის.

საუბარს ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთში გიორგი ჯანჯღავა და რელიგიის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი დავით დავითაშვილი.






View Larger Map