მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.geo.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტოს დელეგაციამ ალიბეგლოს წმ. ნინოს ქართული ეკლესია მოინახულა
30.08.2021
1 / 3


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე,  თავმჯდომარის მოადგილე გიორგი უკლება და პროტოკოლის მენეჯერი გვანცა ცხოვრებაძე კახის რაიონის, სოფელი ალიბეგლოს წმინდა ნინოს ეკლესიას ეწვივნენ. წმინდა ნინოს ეკლესიასთას ახლოს, სულ რამდენიმე მეტრში ასევე მდებარეობს ალიბეგლოს ქართულ სახელმწიფო თეატრი.

 ქართული ტაძარი 1877 წელს, კავკასიაში მართლმადიდებლობის გამავრცელებელი საზოგადოების სახსრებით აშენდა. საბჭოთა პერიოდში ტაძარში კოლექტივისთვის საჭირო პროდუქტების საწყობად გამოიყენებოდა. ბოლო რამდენიმე წელიწადია დიდ დღესასწაულებზე წირვა ლოცვა ტარდება აღნიშნულ ეკლესიაში. 

დღესდღეობით ისტორიულ ჰერეთში (საინგილოში) საქართველოს მართმადიდებელი ეკლესია წირვა ლოცვას ატარებს ქართულ მართმადიდებლურ ტაძრებში, კახის რაიონში მდებარე წმ.გიორგის სახელობის ტაძარში, კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოში მდებარე წმ. ნინოს სახელობის ტაძარში და კახის რაიონის სოფელ ქოთოქლოში მდებარე ქოთოქლოს სამების სახელობის ტაძარში. სამწუხაროდ ამ ეტაპზე სამივე ეკლესიას ემსახურება ერთი მამაო , მამა პეტრე ხუმარაშვილი. ამ საკითხმა რელიგიის სააგენტოს ინტერესი გამოიწვია. მრევლმა გამოთქვა სურვილი, რომ სამივე ეკლესია ფუნქციონირებდეს სრულფასოვნად და სამივე ეკლესიას ყავდეს მინიმუმ თითო მამაო.

დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე, საქართველოს გენერალური კონსული ქ. განჯაში ნიკოლოზ იაშვილი, კახის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვარი მამა პეტრე ხუმარაშვილი და საელჩოს თანამშრომლები .