მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტოს დელეგაციამ მოწამეთა ხეივანი მოინახულა
26.08.2021
1 / 6


დღეს, 26 აგვისტოს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია - სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი უკლება და პროტოკოლის მენეჯერი გვანცა ცხოვრებაძე ბაქოში, მოწამეთა ხეივანს ეწვია. მათ გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს საბჭოთა პერიოდში, „შავ იანვარს“ დახვრეტილი აზერბაიჯანელი დემონსტრანტების ხსოვნას.

 1990 წლის 20 იანვარს,  ბაქოში მშვიდობიანი აზერბაიჯანელი მომიტინგეები დაარბიეს საბჭოთა ჯარებმა, რის შედეგადაც 131 ადამიანი დაიღუპა, 744 დაიჭრა და დაშავდა, 4 უგზო-უკვლოდ დაიკარგა და 400-ზე მეტი დააპატიმრეს.

სააგენტოს დელეგაციასთან ერთად, მოწამეთა ხეივანში იმყოფებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში რევაზ საყვარელიძე და ელჩის მრჩეველი გიორგი ბუაჩიძე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის რელიგიური ასოციაციების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გუნდუზ ისმაილოვი და კომიტეტის თანამშრომლები.  






View Larger Map