მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.geo.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტოს ეუთო-ს დელეგაცია ეწვია
13.09.2022
1 / 8


დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ეუთო-ს დელეგაცია ეწვია. კერძოდ, ეუთო-ს თავმჯდომარეობის პირადი წარმომადგენელი რასიზმის, ქსენოფობიისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, ქრისტიანებისა და სხვა რელიგიების წარმომადგენლების მიმართ შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის საკითხებში, პროფესორი რეჯინა პოლაკი, ეუთო-ს თავმჯდომარეობის პირადი წარმომადგენელი ანტისემიტიზმთან ბრძოლის საკითხებში, რაბი ენდრიუ ბეიკერი, ეუთო-ს თავმჯდომარეობის პირადი წარმომადგენელი მუსლიმთა მიმართ შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში, ელჩი ისმაილ ჰაკი მუსა, ეუთო-ს პოლონეთის თავმჯდომარეობის სპეციალური მრჩეველი, ევა საპიეზინსკა, ეუთო/ოდირის მრჩეველი რასიზმის, ქსენოფობიის საკითხებში, ტატიანა პერიჩი და ეუთო/ოდირის მრჩეველი ანტისემიტიზმის საკითხებში, მიკოლაი ეჟეჩენკოვსკი.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ სტუმრებს მოკლედ გააცნო საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა და რელიგიის სააგენტოს საქმიანობა, პროექტები და აქტივობები. სააგენტოს თავმჯდომარემ განსაკუთრებულად აღნიშნა ქართველებისა და ებრაელების უნიკალური ურთიერთობა და თქვა, რომ საქართველოში არათუ ანტისემიტიზმის ფაქტები არ იძებნება, მეტიც, ჩვენ „ქართველი შინდლერებიც“ გვყავს, რომლებმაც ხშირად, საკუთარი სიცოცხლის ფასად, გადაარჩინეს ებრალები. ამიტომაც, ქართულ-ებრაულ ურთიერთობებს არამატერიალური კულტურის სტატუსი მიენიჭა. მან ხაზი გაუსვა ქართული ისლამის უნიკალურ ხასიათსაც, როცა მსოფლიოში არსებული დაპირისპირებების ფონზე, ქართველი შიიტები და სუნიტები ერთ მეჩეთში ლოცულობენ. ზაზა ვაშაყმაძემ აღნიშნა ქართველი კათოლიკეების წვლილი ქართული კულტურის განვითარების საქმეში. ასევე, შეეხო მცირერიცხოვანი რელიგიების მდგომარეობას საქართველოში და განსაკუთრებულად გამოჰყო ინტერრელიგიური სათათბიროს ფორმატში მათი ნაყოფიერი თანამშრომლობა, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ აქვს.

სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს სააგენტოს თავმჯდომარეს მაასპინძლობისთვის და აღნიშნეს, რომ საინტერესო იყო სააგენტოს საქმიანობის გაცნობა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ: რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი, ნინო ჭავჭავაძე, სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ავთანდილ კვერნაძე, უფროსი სპეციალისტი სერგო ფარულავა, უფროსი სპეციალისტი დავით დავითაშვილი, იურისტი ალექსანდრე შეყილაძე, პროტოკოლის მენეჯერები გვანცა ცხოვრებაძე და ნათია გუდაძე.